მგზავრთა შიდა საჰაერო გადაყვანას საქართველოს მთავრობა მომავალ წელსაც რამდენიმე მილიონი ლარით დაასუბსიდირებს.
მთავრობა შიდა ფრენების სტიმულირებისთვის დაფინანსების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. დღემდე ქვეყნის მასშტაბით მგზავრთა საჰაერო გადაყვანისთვის ბიუჯეტიდან თანხებს ავიაკომპანია AK-Air Georgia იღებს, რადგან აღნიშნულმა კომპანიამ 2018 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ შიდა ფრენების სუბსიდირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ახალი ტენდერის გამოცხადებას სახელმწიფო კომპანია მომავალი წლის პირველ ნახევარში გეგმავს. როგორც „აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელმა თამარ არჩვაძემ განაცხადა, ახალ ტენდერში სახელმწიფო სუბსიდია ახალ მიმართულებებზეც გავრცელდება. კერძოდ, საუბარია თელავი-მესტიისა და თელავი ბათუმის მიმართულებებზე, რომელიც არსებულ შიდა ფრენებს დაემატება.
„ამ ეტაპზე ფრენები სრულდება მესტიის, ბათუმის, ამბროლაურის მიმართულებით და ქუთაისიდან მესტიის მიმართულებით. განიხილება ასევე შიდა ფრენების ახალ ტენდერში მიმართულებების დამატება როგორიც გახლავთ თელავი-მესტია, თელავი-ბათუმი. განიხილება ასევე სიხშირეების ზრდაც. შიდა ფრენების ტენდერის გამოცხადებას ველოდებით 2023 წლის პირველ ნახევარში, რაც შესაბამისად საშუალებას მოგვცემს შიდა ფრენების პროექტი გაგრძელდეს უწყვეტად“,-აცხადებს თამარ არჩვაძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში შიდა ფრენების სუბსიდირებისთვის 8 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„შიდა ფრენებისთვის 8 მილიონი იყო გათვალისწინებული წელსაც, იგივე თანხაა გათვალისწინებული 2023 წლის ბიუჯეტშიც და ამ კუთხით ცვლილებები არ გვაქვს. ამ თანხის ფარგლებში უნდა მოხდეს ახალი ტენდერის გამოცხადება“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…